ქართველები დრეზდენში

ქართველები დრეზდენში

ინფორმაცია/ კონსულტაცია/ ქართული კულტურა/ ინტეგრაცია

მოგესალმებით

ქართველები დრეზდენში e.V. დაარსდა 2021 წლის 9 ნოემბერს. აქამდე არც ერთი ქართული კლუბი არ ყოფილა დრეზდენშიც და საქსონიაშიც. სოციალურად, კულტურულად და ეკონომიკურად დამკვიდრება თითოეული ჩვენგანის პიროვნული თუ პროფესიული განვითარების წინაპირობაა, კულტურა გერმანულ-ქართული კავშირის მნიშვნელოვანი ნაწილია. გერმანია და საქართველო კულტურულად უახლოვდებიან. 2017 წელი გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლად გამოცხადდა საქართველოში პირველი გერმანელი ჩამოსახლების 200 წლის იუბილესა და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს გამო, შედეგად, ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ამყარებს ჩვენს ურთიერთობებს. პროექტების რაოდენობა მუდმივად იზრდება და ყველა ახალი იდეა და ინიციატივა ყოველთვის მისასალმებელია.

FrauenClub არის ინსპირაციული პლატფორმა ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი იდეების განხორციელება, ბიზნესის დაწყება ან უკვე არსებული საქმიანობის განვითარება. ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ მოტივირებული, შემოქმედებითი და მიზანდასახული ქალები, რათა მათ მიიღონ საჭირო ცოდნა, მხარდაჭერა და სწორ მიმართულება წარმატების გზაზე.
რას გთავაზობთ:
* იდეებისა და ბიზნეს-კონცეფციების განვითარებაში მხარდაჭერას
* მენტორობას და პროფესიონალების პრაქტიკულ რჩევებს
* ვორქშოფებს, ნეთვორქინგ შეხვედრებს და გამოცდილების გაზიარებას
* ინოვაციებისა და თანამედროვე ბიზნეს-ტრენდების გაცნობას
* პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს
ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ ქალები, ხელი შევუწყოთ მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და მხარი დავუჭიროთ ინოვაციურ იდეებს, რომლებიც საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს შექმნის.
გაქვს იდეა, ოცნება ან უკვე დაწყებული საქმე?
მაშინ FrauenClub სწორედ შენი სივრცეა!
ერთად შევქმნათ წარმატების ახალი ისტორია.
#FrauenClub #ქალები_ბიზნესში #ქალთა_გაძლიერება #ინოვაცია #წარმატება

 

 

ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოდან მიგრანტებს პრაქტიკული საკონსულტაციო სერვისების საშუალებით. ერთობლივი ღონისძიებები მიზნად ისახავს ინტერკულტურული გაცვლის ხელშეწყობას. რეგულარულად ჩატარდება კულტურული შეთავაზებები ქართულ ენაზე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ოჯახებისთვის. ქართული ფოლკლორის, ეროვნული ქართული მუსიკისა და ცეკვის კურსები საშუალებას იძლევა რომ  ბავშვებმა არ დაივიწყონ თავისი სამშობლო და ტრადიციები.

შემოგვიერთდი!  გაიგე მეტი არსებული ღონისძიებების შესახებ, გამოხატე ჩართულობა, შემოიტანე შენი წვლილი ქართული კულტურის პოპულარიზაციაში და გახდი დიასპორის 'Georgier in Dresden e.V' წევრი!

ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ძალა ერთობაშია!